გაზიარება
UNM UNM
თამარ დალაქიშვილი

თამარ დალაქიშვილი

ენმ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი

თამარ დალაქიშვილი დაიბადა  1970 წლის 23 ივლისს ქ. თბილისში. 1987 წელს  დაამთავრა  ქ. თბილისის 150-ე საშუალო სკოლა. 1989 წელს ჩაირიცხა და 1994 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი, ვეტერინარი ექიმის სპეციალობით და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია.

დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

2004 წელს იყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების N26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2004 წელს მუშაობა დაიწყო თეთრიწყაროს რაიონის მთავარი ვეტექიმის თანამდებობაზე. 2005 წელს იყო თეთრიწყაროს რაიონში ვეტერინარიის დეპარტამენტის სახელმწიფო ვეტინსპექციის უფროსი. 2006 წელს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭი იყარა N26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის  N08 კოდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და გახდა საკრებულოს წევრი, რის შემდეგაც აირჩიეს  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ისევ გახდა საკრებულოს წევრი და არჩეული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ საკრებულოს წევრია და ამჟამად არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალიური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

2002 წლიდან პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ასევე, არის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2014 წლიდან დანიშნულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გენდერული საკითხების მრჩევლად.

 2013 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრი.

2015 წლიდან არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თეთრიწყაროს რაიონის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.