გაზიარება
UNM UNM
ტატიანა სირაბიძე

ტატიანა სირაბიძე

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

ტატიანა სირაბიძე დაიბადა 1965 წლის 18 ივნისს ქ. სემიპალატინსკში, ყაზახეთის სსრ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1983 წელს, ჩაირიცხა სემიპალატინსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1990 წელს, სპეციალობით სამკურნალო საქმე, მიენიჭა ექიმი მკურნალის კვალიფიკაცია.

1991-1992 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს  თერაპიულ განყოფილებაში. 1992 წლის ნოემბრიდან მუშაობა დაიწყო ქედის რაიონულ საავადმყოფოში ექიმ თერაპევტად, 1997-2007 წლებში ამავე საავადმყოფოში იყო ექიმი ანესთეზიოლოგი.

2011 წლის დეკემბრიდან დღემდე მუშაობს  შპს „უნიმედი აჭარა“ ქედის  სამედიცინო ცენტრში ექიმ თერაპევტად. 2014 წლიდან არის ქედის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრი.