
თინა ბოკუჩავა
დაიბადა 1983 წლის 29 მაისს, თბილისში. 2000 წელს, დაამთავრა საშუალო სკოლა (Nauset Regional High School) მასაჩუსეტში, აშშ. 2004 – 2008 წლებში სწავლობდა სმიტის კოლეჯში (Smith College), მასაჩუსეტში და 2008 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში უმაღლესი წარჩინებით (summa cum laude). სწავლობდა შვეიცარიაში ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში (Geneva Institute of International Studies) და მასაჩუსეტში ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლაში (Fletcher School) და სამაგისტრო ხარისხი საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიაში (Master of Arts in Law and Diplomacy) მიიღო 2008 წელს.
2008 წელს მუშაობდა მკვლევარად და პროფესორის თანაშემწედ ფლეტჩერის უნივერსიტეტში. 2009 -2010 წლები მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (National Democratic Institute) თბილისსა და ვაშგნტონში. 2010 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და შემდგომ, დესპანად ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში და საქართველოს საელჩოში შვეიცარიის კონფედერაციაში. 2012 წელს იყო გენერალური აუდიტორის მოადგილე საქართველოს აუდიტის სამსახურში.
2012 წლის ოქტომრბიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. არის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების, გენდერული თანასწორობის საბჭოს, ევრონესტის (EURONEST) და ევროსაბჭოს (PACE) დელეგაციის წევრი. 2013 წლიდან არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.